ღია გაკვეთილის გეგმა

ღია გაკვეთილი - ,,დედაენა“ სახელი.გვარი - ბელა მახარაძე საგანი - ქართული ლიტერატურა კლასი - 6 კლასი მოსწავლეთა რაოდენობა - 19 ს.ს.ს.მ რაოდენობა - 0 წინაპირობა გაკვეთილის: მოსწავლებს აქვთ ინფორმაცია თუ რა არის ზოგადად დედაენა, მათ იციან, რომ: 1. დედაენა 1 კლასში ისწავლება 2. რას მოიცავს ეს წიგნი 3. იციან ამ წიგნის შინაარსი და მასზე მუშაობა 4. იციან, რომ ამ წიგნით ისწავლეს წერა-კითხვა 5. იციან, რომ ეს წიგნი არის საწყისი სახელმძღვანელო ცოდნის დასაუფლებლად. აქტუალობა: დედაენის საკითხი წლების განმავლობაში იყო და მნიშვნელოვანი. ეს ღია გაკვეთილი მოსწავლეებს გაახსენებს დედაენას და მის მნიშვნელობას, ისინი კიდევ ერთხელ გადაავლებენ თვალს მათი განვითარების პირველ საწყისს, რომ სწორედ დედაენა არის ის უდიდესი საუნჯე და განძი, რომელიც ყველა დროს ფასობს ნებისმიერ ქართველში. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს გავაგებინოთ, თუ რა როლი ეკისრება დედაენას პიროვნების, ადამიანის ჩამოყალიბებაში და აღზრდაში.ავუხსნათ, რომ დედაენა უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა და ერთ-ერთი ფასდაუდებელი განძია ქართული ლიტერატურის ისტორიაში, რომელსაც ვერცერთი სახელმძღვანელო ვერ შეცვლის. ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ ინდიკატორები აქატივობა N 1 1. მოსწავლეების ჩართვა საკლასო აქტივობაში 2. ასრულებს საშინაო, საკლასო დავალებას, მონაწილეობას ღებულობს ჯგუფურ მუშაობაში, ასევე ახდენს ზეპირად გადმოცემას, სხვისი აზრის გაანალიზებას 3. მოსწავლეები წარმოთქვამენ თითოეულ ასო-ბგერას და ცდილობენ გაიხსენონ ამ ასოზე სულიერი არსებების სახელები 4. კითხულობენ ანდაზებს, რომელსაც თანდათან სწავლობს და ეცნობა 5. იხსენებს ქართული ანბანის თანმიმდევრობას აქტივობა N 2 მსჯელობა-დისკუსია 15 წთ 1. როგორ ფიქრობთ ბავშვებო, რატომ ემსახურება დედაენა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას? 2. აღზრდის პროცესში რატო მიანიჭეს დედაენას უპირატესობა? 3. იმსჯელეთ, შეიძლებოდა თუ არა გოგებაშვილს მარტოს დაეწერა დედაენა? 4. მისაღებია, თუ არა თქვენთვის დედაენით სწავლების მეთოდი? აქტივობა N 3 თანაგანცდა - 10 წთ წარმოიდგინეთ თავი გოგებაშვილის ადგილზე, როგორ შეცვლიდით დედაენას, რას დაუმატებდით ან ამოიღებდით? აქტივობა N 4 ტექსტზე მუშაობა 5 წთ აქტივობა N 5 ფოტო-სურათის ჩვენება და მსჯელობა 10 წთ აქტივობა N 6 საშინაო დავალების მიცემა - 2წთ , თემა: რას ნიშნავს დედაენა ჩემთვის“. აქტივობა N 7 მოსწავლეთა შეფასება 3წთ სასკოლო მენეჯმენტი: საგანმანათლებლო პროგრამა : მასალა ,,დედაენა“-ზე, პირველი კლასის დედაენის წიგნი, იაკობ გოგებაშვილის სურათი, თაბახის ფურცლები, კალამი, კომპიუტერული მოწყობილება - პროექტორი გაკვეთილში ჩართულობის-შეფსების რუბრიკა ქულები 1-5;6-7;8-10 1.დისკუსიაში მონაწილეობა 2.გამართული მეტყველება 3.სხვისი აზრის პატივისცემა 4.ტექსტის ანალიზი

Комментариев нет:

Отправить комментарий