რა არის პორტფოლიო
რა არის მასწავლებლის პორტფოლიო?
რა არის პორტფოლიო? ეს კითხვა ალბათ ბევრს გასჩენია, ბევრიც იმდენად დაინტერესებულა, რომ პასუხიც კი გაუგია. მე შევეცდები გადმოგცეთ სასწავლო ეროვნული ცენტრის განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით: მასწავლებლის პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობისა და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, სეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში. ანუ ჩვენ ენაზე, რომ ვთქვათ პორტფოლიო ყოფილა პედაგოგის მიღწევების კრებული, იმ თვალსაჩინო მასალისა, რომელიც პედაგოგის საქმიანობის მზარდ ხარისხს უჩვენებს. ყოველივე ამაში იგულისხმება პედაგოგიური ნიჭი, სწავლების სტილი და პროფესიული კომპეტენცია- ცოდნა და უნარები. ამ სფეროში ერთ-ერთი აღიარებული მკლევარია კენეტ ვულფი, რომელიც თვლის, რომ პორტფოლიო შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში და ეხმარება მას მოემზადოს სხვა ალტერნატიული შეფასების სტრატეგიბისთვის.
პორტფოლიო ერთის მხრივ შეიცავს სხვადასხა დოკუმენტებს, ესენია:
1. მასწავლებლის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, რომელშიც გაერთიანებულია შემდეგი პუნქტები: პირადი მონაცემები, განათლება, გამოცდილება, ს.დ.ს პროექტები, კონფერენციები და სემინარები, პუბლიკაციები, ბოლო 5 წლის განმავლობაში საკუთარი საქმიანობის ანალიზი.
2. ყველა კლასისთვის წლიური სასწავლო კურსის სილაბუსი, თემატური ერთეულის, სამოდელო გაკვეთილის, საგანმანათლებლო პროექტისა ან ღონისძიების, ჩატარებული კვლევების ამსახვლი მასალები.
3. მენტორის სამუშაო გეგმა, ანგარიში.
4. კოლეგის გაკვეთილზე დასწრების შედეგად მასწავლებლის მიერ შესრულრბული ჩანაწერები და რეკომენდაციები.
5. პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალა.
6. თვით მასწავლებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული სემინარის ამსახველი მასალა.
7. ერუვნული და საერტაშორისო ოლიმპიადებსა და პროექტებში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეების სიგელების ასლები.
8. მოსწავლეების, მშობლების ან კოლეგების გამოხმაურება.
9. მოსწავლეთა ტესტირების ან შეფასების ამსახველი მასალა და ა.შ.
ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ ვაწარმოოთ მასწავლებლის პორტფოლიო?
მისი შედგენა სასიამოვნო და შემოქმედებთი პროცესია. პირველ რიგში ავიღოთ საქაღალდე, შემდგომ განვსაზღვროთ პორტფოლიოს თემა და მიზანი, მოვიფიქროთ თუ რა თვალსაჩინო მასალებით სეიძლება ჩვენი საქმიანობის სრულყოფილი ჩვენება. შევაგროვოთ მასალები, რომლებსაც დავურთოთ მოკლე ფორმალური აღწერა, როგორიცაა მაგ: მოსწავლის ნამუშევრები ან პედაგოგიური ესსე და სხვა. ჩვენს მიერ მთავსებულ მასალებზე დაყრდნობით გავაკეთოთ სარჩევი. ყოველგვარი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ გამზადებული პორტფოლიო წარვუდგინოთ სკოლის ხელმძღვანელობას, მონიტორინგის ჯგუფს და ყველა დაინტერესებულ ჯგუფს.
მასწავლებლის პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტაციის აღრიცხვის ფურცელი
1.მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები(cv)
2.სილაბუსი სამოდელო გაკვეთილის გეგმა
3.მენტორის სამუსაო გეგმა
4.განხორციელებული კვლევის ანგარიში
5.კონფერენციაზე, სემინარსა და კათედრის სხდომაზე მასწავლებლის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის ამსახველი მასალა
6.გამოქვეყნებული სტატიის ამონაბეჭდი
7.გამოქვეყნებული სასწავლო რესურსების ნიმუში
8.მასწავლებლის მიერ ჩატარებული სემინარის ამსახველი მასალები
9.მასწავლებლის რეფლექსიის დღიურის ჩანაწერები-ესე, ჩანახატი და სხვა
10.სხვა თვალსაჩინო მასალები
ბელა მახარაძე
Подписаться на:
Комментарии (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий