სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტი
თემა: ,,ვინ მინდა ვიყო“
თემის ავტორი: ბელა მახარაძე
თემის შინაარსი: თემიდან გამომდინარე კეთდება მინი ექვსკურსიები პოლიციაში, ამბულატორიაში, სალონში და ა.შ. მასწავლებლის ხელმძღვანელობით. მზადდება პრეზენტაცია power point-ში გროვდება ს.დ.ს მასალები
საგანი: მათემატიკა, ქართული, ხელოვნება
დონე/კლასი: 3 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო: 2 თვე
მზადდება ზოგადი კითხვები პროფესიასთან შესაბამისად
საბაზისო უნარ-ჩვევები: ტექსტის დამუშავება, ინტერნეტ ძიება, ელექტრონულ ცხრილში მუშაობა, ფაილის მოხმარება
გეგმა: 1 კვირა-პროექტის გაცნობა
2 კვირა-კვლევა პროფესიასთან
3 კვირა-გამოიკითხება დაახლოებით 100 ადამიანი და კვლევის შედეგად მოსწავლეები შექმნიან დიაგრამას.
4 კვირა მოსწავლეები სტუმრობენ ამბულატორიას,
5 კვირა სილამაზის სალონს,
6 კვირა პოლიციას და პედაგოგებს.
7-8 კვირა პრეზენტაციის მომზადება-ჩვენება
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები: ფოტოკამერა, კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი, პროექტორი, ცხრილები, სურათების დამუშავება, word-სა და power point-ს პროგრამა, სახელმძღვანელოები
პროექტის მიზანი: ბავშვებს გავაცნოთ პროფესიები, აღმოვაჩენინოთ საკუთარი ინტერესთა სფერო. ვასწავლოთ ზემოთ აღნიშნული პროგრამები და მასზე მუშაობა, ისწავლიან მონაცემთა მოპოვებასა და შეჯამებას. მოსწავლეები სწავლობენ შრომას, უვითარდებათ პასუხისმგებლობისა და თვითშეფასების უნარი და ხდებიან კომუნიკაბელურები
Подписаться на:
Комментарии (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий