Страницы
▼
ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის მთავარი თემა: ,,დეფორმაცია ცოცხალ ორგანიზმებში და დრეკადობის ძალა“
სწავლების საფეხური
და კლასი: საბაზო საფეხური,მე- 9 კლასი,
საგნის მასწავლებლების
სახელი და გვარი: ფიზიკა-ბელა მახარაძე,ბიოლოგია -ნინო მახარაძე,ისტ- აზა გაბუნია
მოსწავლეთა რაოდენობა: 16 მოსწავლე
გაკვეთილის სასწავლო მიზნები: დაკვირვებისა და აღწერის, ანალიზისა და სინთეზის, ჰიპოთეზის გამოთქმისა და მისი შემოწმების, კომუნიკაციის, ექსპერიმენტით კონკრეტული პრობლემის (მაგალითად: დრეკადობის ძალის წაგრძელებაზე დამოკიდებულება) გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავება.გაეცნობიან დეფორმაციის სახეებს , შეისწავლიან დრეკადობის ძალის მოქმედებას და ფორმულების გამოყენებას.
წინასწარი ცოდნა ბუნების მეტყველებისა , ბიოლოგიის გაკვეთილებზე და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მიღებული ცოდნა
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები მიმართულება: ფიზიკური მოვლენები:ბუნ. VII.7. მოსწავლე მსჯელობს ადვილად დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების შედეგების შესახებ
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს: მოყავს ბუნებაში არსებული ძალების გამოვლინების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და საუბრობს მათ მნიშვნელობაზე;ატარებს ცდებსსხვადსხვა სხეულის მოძრაობაზე დასაკვირვებლად და სქემატურად გამოსახავს სხეულებზე მოქმედ ძალებს (სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის, ამომგდები ძალები);
კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად (მაგ. დრეკადობის ძალის წაგრძელებაზე დამოკიდებულება) ქმნის და წარმოადგენს შესაძლო სქემას ან მოდელს;
მიმართულება: 1. ბიოლოგია ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
2. ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე (მაგ., ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ზოგიერთი ძვალი და კუნთი);·
3. აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
ისტ–ის მისაღწევი შედეგები სწავლების
ყოველ საფეხურზე: 1. ძირითადი ცნებები და ოპერაციები
2.ახდენს ისტ-ის საშულებების მარჯვედ მოხმარების დემონსტრირებას
3.კვლევის ტექნოლოგიური საშუალებები
4. იყენებს ისტ-ის საშულებებს ინფორმაციის შენახვის, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისთვის, შემდგომში შედეგის სხვებისთვის მიწოდების მიზნით.
1 აქტივობა – გონებრივი იერიში (მთელი კლასი, 5წთ) სლაიდი #2საწყის ეტაპზე მასწავლებელი განმარტავს გაკვეთილის მიზანს და აჩვენებს #2 სლაიდს. მოსწავლეები პასუხობენ დასმულ შეკითხვებს. 1. გიყვართ თამაში? 2. რა დაემართება ბურთს,თუ ხელს მოვუჭერთ?პას:ბურთი ფორმას შეიცვლის 3. რა დაემართება ბურთს,თუ მას იატაკზედავანარცხებთ? პას; ზემოთ ახტება 4. რა დაემართება ფრენბურთის ბადეს როცა ბურთი მოხვდება?პას:
ჩაიღუნება
ცდა 1. ავიღოთრეზინის ზონარი და გავჭიმოთ,რა დაემართება რეზინის
სიგრძეს? პას: დაგრძელდება
ცდა 2. ავიღოთ სახაზავი და მოვღუნოთ.რა დაემართება სახაზავის
სიგრძეს? პას: სახაზავის სიგრძე არ შეიცვლება,ფორმა კი შეიცვლება.
II აქტივობა – დისკუსია (მთელი კლასი, 6წთ) სადისკუსიო კითხვა: რა იცვლება სხეულთა ურთიერთქმედებისას? მოსწავლეები პასუხობენ – ზამბარა იჭიმება, ღერო იღუნება, ამიტომ ზომასა და ფორმასაც იცვლის. მოსწავლეთა ვარაუდი იქნება სხვადასხვა, მაგრამ მათში სწორი ვარაუდიც იქნება. ზამბარა იკუმშება ტვირთის მოხსნის შემდეგ, ამიტომ დრეკადობის ძალა დეფორმაციის გამომწვევი ძალის საპირისპიროდაა მიმართული. დრეკადობის ძალის განმარტების მიცემა და ძალის მიმართულების დადგენა ყველა მაგალითში
III აქტივობა – თვალსაჩინოებაზე მუშაობა (მთელი კლასი, 5წთ.) სლაიდი #4;5;6 მონაცვლეობით აჩვენებს მასწავლებელი და ეკითხება: დააკვირდით დეფორმაციის მაგალითებს, რა განსხვავებებს ხედავთ? დეფორმაციის გამომწვევი ძალის შეწყვეტის შემდეგ რა მოხდება? მოსწავლეების გამოთქმულ სავარაუდო პასუხებში იქნება სწორი პასუხიც.
IV აქტივობა – პრეზენტაცია (ჯგუფები 4წთ)
სლაიდი # 7 მასწავლებებლი ჯგუფებს აძლევს დავალებას,ჩამოწერონ რა ახალი ტერმინები გაიგეს და ისწავლეს დღეს. სვამს კითხვას: სლაიდი # 8,9,10 დააკვირდით, წაიკითხეთ და გაიაზრეთ რა სახის დეფორმაციები არსებობს ყოფაცხოვრებასა და ტექნიკაში. ღუნვის,გრეხვისდა ჭრის დეფორმაციის მოდელირების განხილვა.ძალის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ზოგი აღიდგენს ფორმას და ზოგი არა. მასწავლებელი აძლევს დრეკადი და პლასტიკური სხეულების განმარტებას. მაგალითებში დაასახელეთ დრეკადი და პლასტიკურ სხეულები. შემდეგ შესაბამისობის მოძებნა – ავითვისოთ ახალი ტერმინები.
V აქტივობა – დისკუსია (მთელი კლასი, 8წთ)
სლაიდი #11. ბიოლოგიის მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რა სახის დეფორმაციებს განიცდიან ცოცხალი ორგანიზმები? მოსწავლეებმა გამოთქვან თავიანთი ვარაუდები – დეფორმაცია ცოცხალ ორგანიზმებში და მისი მნიშვნელობა. თუ არ იქნება სრულყოფილი პასუხი, მოიძიონ მასალა მომავალი გაკვეთილისათვის.
VI აქტივობა – ინფორმაციის მოსმენა რობერტ ჰუკის ბიოგრაფიულ ცნობებზე (2 წთ)
VII აქტივობა – ექსპერიმენტი (ჯგუფებში, 15წთ) სლაიდი # 14 – რა განსხვავებაა სურათზე მოცემულ ზამბარებს შორის? მოსწავლეთა პასუხები: ზამბარები განსხვავდებიან სიგრძით, სისქით, ხვიათა რიცხვით, ნივთიერების გვარობით. მოსწავლეების წინაშე ისმება პრობლემა: რაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული დეფორმირებულ სხეულში აღძრული დრეკადობის ძალა. მცირე დისკუსიის შემდეგ მოსწავლეთა პასუხებში გაიჟღერებს: დრეკადობის ძალა დამოკიდებულია ალბათ საწყის სიგრძეზე, განივკვეთის ფართობზე, ნივთიერების გვარობაზე, ზამბარის წაგრძელებაზე, დრეკადობის ძალის წაგრძელებაზე დამოკიდებულება. მოსწავლეები ირჩევენ ექსპერიმენტისათვის საჭირო ხელსაწყოებს: შტატივი, ზამბარა, სახაზავი, 200 გრამიანი და 100 გრამიანი ტვირთები, რვეული, ფანქარი, მილიმეტრულა. მოსწავლეებს დამზადებული ჰქონდათ თვითნაკეთი დინამომეტრები. ჯგუფში ხდება შრომის გადანაწილება: ა) ექსპერიმენტის ჩატარება ბ) ცხრილის ჩაწერა გ) გრაფიკის აგება მილიმეტრულაზე დ) გრაფიკის აგება კომპიუტერში ე) პრეზენტაცია. მოსწავლეები ატარებენ ცდებს, რიგრიგობით კიდებენ ტვირთებს ზამბარაზე, ზომავენ წაგრძელებას, მონაცემები შეაქვთ ცხრილში და აგებენ დრეკადობის ძალის წაგრძელებაზე დამოკიდებულების გრაფიკებს. თვითეული ჯგუფის წარმომადგენელი იგივე მონაცემებით აგებს გრაფიკს კომპიუტერში. აქ გაკვეთილში ერთვება ინფორმატიკის მასწავლებელი.
მასწავლებლის შეკითხვა: 1) რა კანონზომიერების შემჩნევა შეიძლება ცხრილურ მონაცემებში?
2) როგორ დამოკიდებულებას გამოხატავს გრაფიკები?. მოსწავლეთა ვარაუდი ასეთია F1/X1 = F2/X2 = … მასწავლებლის კითხვა: რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან? დასკვნა: ორი შეფარდების ტოლობა პროპორციაა, სიდიდეები კი – პირდაპირპროპორციული. მასწავლებელი აძლევს სიხისტისა და ჰუკის კანონის განსაზღვრებას.
VIII აქტივობა - საშინაო დავალება (ინდივიდუალური, 2წთ).
მოსწავლეების შეფასება ხდება იმ მიზნიდან გამომდინარე, რაც დასახულ იქნა გაკვეთილისდასაწყისში.მუშაობა ჯგუფებში
ჯგუფური მუშაობის დროს ოთხი ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფში მოსწავლეებმა თვითონ გაანაწილეს შესასრულებელი სამუშაო. ჯგუფის ყველა წევრი ერთნაირად ფასდება. შეფასება ხდება კვლევითი და ექსპერიმენტული სამუშაოს შეფასების სქემის მიხედვით.
ფასდება შემდეგი აქტივობები:
1.კვლევის მიზნის განსაზღვრა.
2.მონაცემების აღრიცხვა, კვლევის შედეგების ვარაუდი.
3.ცხრილების შექმნა და გრაფიკების აგება.
4.მონაცემთა ანალიზი და დასკვნა.
5.დისკუსიაში მონაწილეობისა და მსჯელობის უნარი
შეფასების ხერხი:
დაკვირვება - ფასდება დისკუსიის ყველაზე აქტიური მოსწავლეები და მოსწავლეები, რომლებმაც არგუმენტირებული პასუხები გასცეს კითხვებს, რომლებიც დასაბუთებას მოითხოვდა, პრეზენტატორები, რომლებმაც კარგად წარმოადგინეს პოზიცია.
თვალსაჩინოებაზე მუშაობა
ფასდება შემდეგი უნარი: დასმულ კითხვებზე პასუხი, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ფაქტებზე დაყრდნობით.
ინფორმატიკა : დაკვირვება, ანალიზი: ცხრილის ფორმატირება, მონაცემების შეტანა -3 ქულა;
ფორმულების გამოყენება – 2 ქულა;
გრაფიკის აგება – 5 ქულა;
საკლასო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსები ტექნიკა და ინსტრუმენტები – კომპიუტერები,ციფრული ფოტოაპარატი,ვიდეო კამერა,პრინტერი და პროექტორი.კომპიუტერები სასურველია იყოს იმდენი რამდენი ჯგუფიც იქმნება.
ინფორმაციის წყაროები:
VIII კლასის სახელმძღვანელო – ეთერ ბასიაშვილი
მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი – ე.ბასიაშვილი
VIII კლასის სახელმძღვანელო – გ. გედენიძე, ე.ლაზარაშვილი
ეროვნული სასწავლო გეგმა 2007
http://www.1september.ru/
http://www.google.com%20/ picture search
open office – PowerPoint, Excel.
https://drive.google.com/?tab=mo&authuser=0#my-drive
Комментариев нет:
Отправить комментарий